სიყვარულმა მასწავლა რა?...
ნუ მეკითხები სიყვარულზე, ვარ ჯერ მოსწავლე, ანბანიც კი არ მისწავლია, რა დროს ბოლოა. მისმა თვალებმა გაცნობიდან მალვე მომწამლეს, მასთან მისასვლელ გზაზე ვიცი, ბევრი ორმოა. განა მაშინებს ორმოები და მათში ვარდნა, გადავუდგები გულ მაგარი წინ ფათერაკებს, მე ის მაშინებს, თუ უარმყო სხივად მან ვარდმა და მომიწია დაბრუნება დარდში გულნატკენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი