წერეთ, მეტი წერეთ...


ფეჩთან იჯდა და არ ადარდებდა
ბრძენ კაცს არაფრის ცოდნა.
ფიქრს აღვივებდა წიგნის ფურცლებით,
არ აწუხებდა ცოდვა.

ოთახში ცეცხლის შუქი და სითბო
უნადგურებდა წუხილს.
ეგონა მხოლოდ წიგნების კითხვა
დაუწყნარებდა წყურვილს.

მაგრამ აღმოხდა ერთხელ ის ხვნეშაც,
რასაც ელოდა ყველა.
გამწარებულმა საკუთარ წარსულს
უხვად დაუწყო წყევლა.

წამში ინანა ყოველი წუთი,
წლები უაზროდ ფლანგა.
გონზე მოეგო და გაშმაგებით
ხელი დასტაცა კალამს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი