სევდიანი საუზმე


მე სევდას ვჭამ საუზმეზე
და ვახშმად სიმშვიდეს ვითხოვ.
თვალს ვაჩერებ ნამუსრევზე
და ჩემს სიზმრებს ასე გითხრობ.

***
სევდას გემო გაუმძაფრდა,
თან სიმშვიდეც გადაფარა.
შემოვიხვევ ხელზე ძაფს და
ლაბირინთებს გადავლახავ.

გადავივლი იმ ბილიკებს,
ეკლიანმა რომ დაფარა.
ჩამოვჯდები და ვეტყვი, რომ
მისმა ნახვამ გამახარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი