.მე მძულხარ შენც და მე მძულს შენი ავი ძაღლებიც
მე მძულხარ შენც და მე მძულს შენი ავი ძაღლებიც, ისე მიყეფენ, მოვუკალი თითქოს პატრონი. რომ ჩავიარე, არ მქონია ავი ზრახვები, მახსოვს, თუ როგორ თამაშობდა ხელში გარმონი. მე შენს უბანში შემიყვარდა შენი ასული, ქუჩაში სადაც აღარ მიშვებ და ქოფაკს მიქსევ. შემომიშვი და დამანახვე, არ ვარ ავსული, გთხოვ, ახალგაზრდას მთელ ცხოვრებას დარდად ნუ მიქცევ. *** რაკი თხოვნასაც არ იღებ და არც საშველი ჩანს, ისღა დამრჩა, რომ მაგ შენს ძაღლებს დავეგლეჯინო, ჩემი სხეული აქ დავტოვო, მივებარო ცას, ზეციდან მაინც შენი შვილის ხილვას ვეღირსო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი