ჯერ ჭინჭარი მერე წორო
ხელში მიჭირავს გული, ასე ვესწრები წირვას. შენა ხარ თაიგული, სიცოცხლეს შემოგწირავ. ზარის ხმა, პირჯვარს ვიწერ, გალობა, ლექსებს გიწერ. როცა დადნება ჯაჭვი, მე შენსკენ გამოვიწევ. ეკლებით სავსე ზვინში დაკარგული ვარ ნემსი. თევზი ვფართხალებ ზღვაში, მე შენს ანკესსაც ვნატრობ. ჭინჭრით დასუსხულ ფიქრებს კვლავ არყის ჭიქით ვებრძვი, შფოთვით ვატარებ დღეებს, რად მიმატოვე კარგო. თუ არ მიბრუნებ პასუხს, ნუღარ მიგზავნი შიკრიკს. თუკი გაქცევას ლამობ, ხაფანგებს მიგებ რატომ. მე მიგიხვდები სურვილს, გვერდს თუ აუვლი ბილიკს. წოროს ტოტს მოვწყვეტ ისევ, რომ არ ვიარო მარტომ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი