.წინასწარი მადლობა


მინდა სიკვდილი წყნარი და მშვიდი
და თან ბალახი მქონდეს ბალიშად,
მინდა, რომ ფიქრებს გავექცე სადმე
და სადღაც მაინც მე ვიყო მშვიდად.

შენ ამისრულებ, ვიცი ამ სურვილს,
მიწაზე მძინარს მესვრი იარაღს.
არ დაიზარებ გვამის დამარხვას,
ტანს შემომახვევ წითელ ფიანდაზს.

ვერ გადაგიხდი მკვდარი მადლობას,
ახლავე გეტყვი, მადლობელი ვარ,
რომ გაიმეტებ შენ წილ სამოთხეს,
სამარადისოდ ახლობელი ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი