ყანობს
მხოლოდ ყანობში ვამჩნევ მზის სხივებს, და მიწის სუნიც მიყვარს წვიმისას. ხელს გადავუსმევ დამსუსხავ ჭინჭრებს, და გავიხსენებს დროს ბავშვობისას. აქ მე ბალახის სუნიც მაფიქრებს, ბედნიერი ვარ ნიშზე ასვლისას. ვეღარ ვიხსენებ თუ რა მაწუხებს, თერგზე გადებულ ხიდზე დგომისას. აქვე ავავსებ კვლავ ვეძით ბოთლებს, წოროს ჩამოვწყვეტ ჩვენი ბაღისას. ბაბუაჩემზე მოვისმენ ამბებს და ლექსებს დავწერ მარტოობისას. ცამდე ასული ვაგროვებ კლდის ქვებს, ვეღარ ვივიწყებ ხმას ჩანჩქერისას. გზით დაქანცული ვეყრდნობი ზვინებს და დრო ჩერდება წამოდგომისას. ნელ-ნელა მშვიდად ვიხსენებ კადრებს, როგორ აცლიდა ზაფხულობისას ბებიაჩემი ფიჭას ფუტკრის სკებს, დაატარებდა თან სუნს თაფლისას. კვლავ ღრმად ვისუნთქავ და ვივსებ ფილტვებს, იქნებ გამომყვეს თან წამოსვლისას. შემდეგ წელს წავალ, არ ვკალვ იმედებს, იასამანის ყავილობისას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️❤️