თეთრი გედის მაგვარად...


გადიხლართა ჩემი ბედი, გახსნას მარტო ვცდილობდი
და იმ ღამეს ვიხსენებდი მოსვლას რომ გპირდებოდი
არ მეგონა თუ ამ დროში ასე შევიცვლებოდი
და შენს მიპატიჟებაზე მტკიცე უარს ვიტყოდი.

ახლა უკვე სხვანაირად ახლა უფრო სხვაგვარად
უფრო მეტად შემიყვარდი თეთრი გედის მაგვარად,
შორით გეტრფი, ახლოს ყოფნას ვიცი, რომ ვერ გავუძლებ
და ამიტომ ამ სათქმელსაც მე ამ ლექსით გაუწყებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი