Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_27669oj3q7jqedrr3ug98blnpg, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
....სერაფიმი - ლაშა კობიაშვილი | პოეზია

....სერაფიმი


არ შემიძლია ვერ გიყურებ, ვარ სერაფიმი,
ვარ ქვა მიწაში ჩასობილი, შენ კი კლდის ქიმი.
რომ შემოგხედო, დამწვავს შენი თვალთა ციმციმიც
და ვერ განმკურნავს, მოვლენილი ღვთისგან, აქიმიც,

ამიტომ მიჯობს გაგეცალო, შორით გისმინო,
ღამის სიჩუმეს ვეთაყვანო მარტოობისას.
სამოთხის ბაღში ვიოლინოს სიმად ვისიმო,
ხმა ამოვიღო მხოლოდ შენი ახლოს ჩავლისას.

ნუ გეგონება ეს ხმა ჩემი ნეტარებისა,
არ მგონია, რომ დღეის შემდეგ რამემ მახაროს.
ეს ხმა იქნება უფრო მეტად ცეცხლში ტანჯვისა
და გავაგონებ ჩემს საზარელ ყვირილს სამყაროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი