რატომ ხარ...


რატომ ხარ ისე,
რატომ ხარ ასე,
მე აქ გელოდი, სად გაემართე.

რატომ ხარ ღამე
რატომ ხარ დღე
და უძილობად რად დამემართე.

რატომ ხარ იქ,
რატომ ხარ აქ
და მაგ სევდიან გულში რა გაქვს.

რატომ ხარ ცა,
რატომ ხარ ზღვა,
რად გინდა სული, რომ მოგიძღვნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი