მოპარული ვარსკვლავთ სხივები


თან ასე ახლოს და თან ასე შორს,
როგორ ახერხებ, რომ იყო კარგო,
ტრფობის მდინარე დამიშრა თითქოს,
აღარ შემომრჩა ოცნება სანდო.

მე მაინც მინდა, ჩემი ღამიდან 
ვარსკვლავთ სხივები რომ მოვიპარო.
გადმოვიპარო შენთან მთვარიდან
და შენს ღამეში ხალისით ვფანტო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი