.სასწრაფოდ ეკლესიაში...


სასწრაფოდ ეკლესიაში,
ირბინე, თუ საჭიროა.
კომპასი მზე განთიადის 
და გზა კი სანაპიროა. 

გზაზე შეგხვდება ბილიკი,
მასზე იარე ბლის ხემდე.
რომ შეხვალ ეკლესიაში,
წირვას დაესწარ ბოლომდე.

გამოსულს გარეთ დაგხვდები,
ხელში მოგაწვდი იარაღს.
აწ ჩემთვის ნასროლ-ტყვიები
შენც მოგაყენებს იარას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი