მონატრებული მუზა...
არ ამიღია დიდ ხანს კალამი, თურმე, გავიდა უკვე ორი დღე. თან აღარც უთქვამს მუზას სალამი, ალბათ, უნდა, რომ სოფლად ჩავიდე. იქ ვნახო ის რაც, კვლავ შთამაგონებს და გამახსენებს თუ როგორ ვწერო, სიტყვებს ჩანჩქერის ხმით გამაგონებს, რათა ბალახის სუნი აღვწერო. მხოლოდ ასე თუ დავუბრუნდები და გავიხსენებ ლექსის ბუნებას. ალბათ, მრავალჯერ კვლავ მოვტყუვდები, მაგრამ ვერ ავნებს ეს ჩემს გუნებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი