ფიქრების მოთვინიერება


ვიცი, მიმატოვებს ერთხელ ეს დარდებიც.
მე ვერ წავალ, რადგან ვიცი, სხვა დარჩება.
შემახსენებს თავს მოგონების ფრაგმენტი
და მომიწევს ღრმა ფიქრებში კვლავ ჩაშვება.

ვფიქრობ, ეს კითხვები რატომ არ მეშვება.
ფიქრმა სევდა მოიტანა და თან შვება.
ბოლოს მაინც მომიწია ქართან შებმა,
ქართან, რომელიც წარსულის ამბებს ყვება.

სიმართლე რომ ჩამჩურჩულეს ვერიტებმა,
კალაპოტი შეიცვალა ფიქრის დენამ.
ნაპერწკალი არასოდეს არ ჩაქვრება,
მანუგეშა მზის სხივების გამოჩენამ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი