.რა მოეწონა ასე ძალიან ჩემში სიყვარულს?
დარდმა შემჭამა, ნეტავი როდის გადმომაფურთხებს. ალბათ გემო მაქვს, როგორიც მელანს და დამწვარ ფურცლებს. სანამ დრო არის, გადმომაფურთხოს. ასჯერ დაღეჭილს, ბასრი კბილებით, რაღა მიშველის უკვე ჩაყლაპულს. ხელი დამადო მაინც და მაინც მე, თან დაღრეჯილს. რა მოეწონა ასე ძალიან ჩემში სიყვარულს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი