.წარწერა სურათის უკანა მხარეს...


„იქნებ ცხოვრებამ რა მიყოს,
სად დამიგოს ფეხქვეშ მახე.
ნიშნად ჩვენი მეგობრობის
ეს სურათი შეინახე.“ - ბებია, 1963.


მე ამ სურათს შევინახავ,
გულის ჯიბით თან ვატარებ.
მერე მოვალ, მოგიყვები,
რამდენ ხიდს გადამატარებს. - შვილიშვილი, 2021.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი