.ავერევი?
გამაჩერე, თუ მივდივარ ან თუ ვბოდავ, გამაჩერე. გამახსენე, დაგივიწყებ და ხელახლა გამახსენე. გამაჩინე, შენს ბნელ გულში მე მზის სხივად გამაჩინე. გამიხსენი, ყუთი შენი ფიქრებისა გამიხსენი. შევერევი, ღელვით ისევ თერგის ტალღებს შევერევი. დავერევი, მე ძველ ფიქრებს კვლავ ლექსებით დავერევი. გავერევი, ლოთებსა და ნაძირლებში გავერევი. აგერევი, დამივიწყებ და სხვა კაცშიც აგერევი. გაგასვენებ, ჩემი გულის ტაძარიდან გაგასვენებ. დაგასვენებ, აღარ გეტყვი, რომ მიყვარხარ, დაგასვენებ. აგავსებენ, ოქრო-ვერცხლით უჩემოდაც აგავსებენ. დამავსებენ, უშენობით ეს წუთები დამავსებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი