ღამე ნათევი...
შენ გეშინია დაგივიწყებენ, მე მეშინია დამავიწყდება. თავს აღარ მისცე ფუჭ-იმედები, რადგან ყოველი ზეცაში წყდება. არ შემიძლია, რომ დავივიწყო მისი წარბები და წამწამთ წყება, ან დავიტიო ღამე ნათევმა გულში მის გამო განცდილი წყენა. ამიტომაა, რომ ახლა ლექსს ვწერ და მთელ ჩემს ნაღველს მასში ვინახავ. მოვა დრო და ჯვარს მე თვითონ დავსწერ, ის კი მე უცნობს მკითხავს, ვინა ხარ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი