.“დალოცილი“ გზა
ჟრუანტელ-მომგვრელს და კლდეზე მგორავს ვერ გადავურჩი სიზიფეს ლოდებს. დიდხანს გაწელილს, ოთახში მბორგავს ვეღარ გავუძლებ მე შენთვის ლოდინს. ოთახს სიჩუმეს ვეღარ დავურღვევ, მასაც ხომ უნდა, მშვიდად რომ იყოს. ვეღარ იყივლებს ჩემში ის გრძნობა, გამოკეტილმა რა უნდა მიყოს. შენ ალმაცერად მიყურებ ალბათ, როგორც გითხარი, ლოდი დამეცა, ასე ვეკურთხე თავად სიზიფედ, ხოლო ღმერთმა კი გზა "დამილოცა". ეძღვნება ყველას ვისაც “ლოდი“ დაეცა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი