.ამ საღამოს თუ გადვურჩი ფიქრებს


ამ დღის მერე რომ ვიფიქრებ შენზე,
ნიავიც ვერ განმიქარვებს სიცხეს.
ამ საღამოს თუ გადვურჩი ფიქრებს,
ნუთუ შენი სიყვარული მიწყენს.
ომგადახდილ ჩემს სიტყვებს და გრძნობებს
გულნატკენი გავიხსენებ ძილში.
უამრავჯერ ჩაშავებულ თვალებს
დილით მზის სხივი მომირჩენს, ვიცი.
იასამნის ყვავილების სუნში
აპრილის თვეს შევსთხოვ შეწყალებას.
შარშანდელი მარტოობის შემდეგ
ვეღარ ვუძლებ შენგან განშორებას.
იქნებ სადმე ან ოდესმე შეგხვდე,
ლამაზ იქნები მოხუცებულიც.
იქნებ სადმე ან ოდესმე შემხვდე,
დაიბრუნო ჩემი სიყვარულიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი