.და თუ მოვა დრო...


ძლივს ჩემმა ფიქრმა ისწავლა, როგორ
გაექცეს ყოფნას ტყვედ შენთა სხივთა.
ძირს ნათრევ გრძნობას იმ ღამის მერე
არ გასჩენია ერთი ნაკაწრიც.

არც არასოდეს გახედავს, არა,
ჩემი თვალები  ზიზღის ნაპირებს.
ჩემს გულში მხოლოდ დიდი ეჭვია,
რომელიც კლდეა სიტყვით ნაშალი.

და თუ მოვა დრო, ჩამოიშლება
ეს კლდე ბოლომდე, აღარც გაჩნდება,
აღარასოდეს არ ჩამოვუშვებ
ზეცაში აჭრილ მე შენზე ფიქრებს,

მაგრამ იცოდე, ნაშალს ჩავყვები
და შეგეძლება შენ გადარჩენა.
მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგეძლება,
მშველელად სული სხვას ვერ იფიქრებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი