დაგაჭაობებ?...


ათას ყვავილით სავსე მინდორში
მე შენ მინდა, რომ ბალახად გნახო.
შენი უბრალო სურნელი ვიგრძნო,
შენზე მავალი წყლის წვეთი ვყლაპო.

მაგრამ მწყურვალეს მე სიარული
დიდხანს მომიწევს, ვიცი და მარტო
ისღა დამრჩა, რომ ისევ ვიფიქრო,
თუ შევძლებ, გავხდე მე თვითონ წყარო,

რომ მერე შენი ფესვების ახლოს
კალაპოტები ვკვალო და ვკვალო,
ყოველწამს წყალი მოგართვა ფოთლით,
რომ მზის სხივებმაც ვეღარ დაგაჭკნოს.

თუმცა, მაინც მაქვს მე შენი რიდი,
მეშინია, არ დაგაჭაობო
და ის უბრალო სუნიც გაგიქრო,
რომლითაც ასე ძალიან მათრობ.

***
იმედია, რომ მე ეს ფიქრები
ფუჭად დამჩემდა და არ იქნება
ეს ჩემი ბედის დიდი ნაწილი
და ღრუბელივით , მალე გაქრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი