."ძმობა"
ჩემი ფანჯრის წინ ნაძვი დგას. ვესვრი ქაღალდის თვითმფრინავს. მისწვდა და ფოთლებს უჭირავთ. იცნო ხემ თვისი თვისტომი, ერთ დროს მოჭრილი ნაჯახით, წებოში ამოვლებული, სიბრტყეზე ასჯერ გაკრული და ჩემ ხელთ გადაკეცილი. აღარ გაუშვებს, ფოთლებით დაფარავს, ქარს არ გაატანს. წვიმას გაატანს მიწამდე, რომ ამოვიდეს ხელახლა. POEM OF A CONCRETE (დაწერილია ბეტონით გარშემორტყმულ ადგილას, სახლში, ფანჯარასთან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი