..რამოდენიმე არატრადიციული ჰაიკუ და ტანკა
*** შემოდგომაა, მე კი დღეს მივხვდი, რომ ის აპრილში გარდაიცვალა. *** თურმე მთელ ქალაქს გაუთიშეს ელექტროობა, შენი ფანჯრიდან მაინც ჩანდა მკვეთრი სინათლე. *** მთვარეც კიაფობს, ისე დაბნელდა და კლდის ია ფლობს, ბარსაც. *** ხვალ შაბათია, თან რა საშინელი, უნდა ლოდინში ამომხდეს სული. *** მე ვარ ყვავილი ხრეშში და ყოველ ქარის დაქროლვაზე მიწევს გავუძლო ქვების სიმძიმეს. *** დიდი ხანია გაუჩერდა საათს ისარი, მე მაინც ვუცვლი ელემენტებს, იქნებ გაცოცხლდეს. *** თოვლი სხივმა კი არა წვიმის წვეთმა დაადნო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
👏🏻♥️
❤❤😊