1 102

...ქვა


მე წავბორძიკდი, შენმა საფლავის ქვამ დამიჭირა,
არ ვიცი, რატომ იყო ყინვაში ქვა ასე თბილი.
საფლავის ქვაზე შენი სურათი ისე გავწმინდე,
თითქოს მე ამით წარსულიდან ცოდვებს ვიშლიდი.

სველი ნაჭერით ქვის ხატად ქცეულს, მე ფეხებს გბანდი,
თითქოს იესო ყოფილიყავ, მაგრამ მოკვდავი.
დიდი ხნის მკვდარი, მაგრამ იმ წამს იყავ ცოცხალი,
უსულო ქვაშიც შენი თვალები ამბავს ყვებოდნენ.

შენიშვნა: დღეს სასაფლაოზე ავედი 27.05.2021
წამოსვლისას ჭიშკარმა დაიწყო ხმაური... ალბათ ქარმა შეარხია... ვითომ?...
კომენტარები (2)

თალილი - 28.05.2021

ძალიან კარგია

ლაშა კობიაშვილი სტუდენტი - 28.05.2021

სასაფლაოზე ასვლა არ დაიზარო არასდროს ❤