0 4 105
..კვლავ არატრადიციულები
***
დიდხანს ვუყურე ნაგვის ბუნკერს,
მაინც ვერ მივხვდი,
რატომ მიწოდა მეგობარმა
მე ნაგვის გროვა.
***
ეჭვი კი მოკვდა,
მაგრამ მის ადგილს დაიკავებს
კვლავ მარტოობა.
***
ტყვია გავარდა,
წამში ვიხილე,
თუ როგორ იწვა
კაცი კუბოში.
***
ენთო ცისფრად
ყვითელთა შორის,
რომ ჩავუარე
ისიც გაყვითლდა.
(ეძღვნება გვირაბში ცისფრად ანთებულ ნათურას)
***
გიყურებ სარკევ, გცნობ ბავშვობიდან,
მაგრამ ვეღარ ვცნობ ჩემს ანარეკლს
გასული წლიდან.
***
თერგში ჩამხრჩვალი ვიღაცა ვნახე,
მერე დავცინე: - სიყვარულისთვის
თავს როგორ იკლავ?
ახლა მდინარე მიათრევს ჩემს გვამს.