.„მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს“
„მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,“ ჩემი სიცოცხლე მას აბარია. მკერავი ნაბადს როცა შეკერავს, თვითონაც იცვამს, ასე მგონია, ასე ლექსებით მე განსაზღვრული, ველი, თუ როდის მოვა ახალი მუზა-მესია, მეტყვის როგორი იქნება ხვალ დღის ტანჯვის სამხარი. მე კი შიმშილი არ შემიძლია, უნდა მორჩილად დავყვე მის კარნახს და მოვინელო ტანჯვის სამხარი, ისე რომ ტანი არ დარჩეს სამარხს. „მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს“ - ტიციან ტაბიძე (ინსპირაცია)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი