.მე და ქარს ერთად გვწყინს...


მე ვგრძნობ, როგორ ამტვრევს ქარი გარეთ შუშებს,
მაგრამ სახლში რომ ვერ აღწევს, სწყინს!...

ვხედავ, როგორ სერავს ტრფობა ხელზე ვენებს,
მაგრამ გულში რომ ვერ აღწევს, სწყინს!...

კვლავ ვგრძნობ, როგორ ამტვრევს ქარი გარეთ შუშებს,
მაგრამ სახლში რომ ვერ აღწევს, მწყინს!...

ისევ ვხედავ, როგორ სერავს ტრფობა ვენებს,
მაგრამ გულში რომ ვერ აღწევს, მწყინს!...

***
გავუღო კარი ქარს?... ამტვრიოს ჩემი შუშებიც?...
გავხსნა გულამდის გზა?... გზა ლურჯი, ჩემი ვენების?...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი