0 0 71
.„ნასამერთალი“
***
თუ დაგიჭკნა ის ყვავილი, ახალს რატომღა რგავ.
თან თუ გინდა, მიატოვო დილით რატომღა რწყავ.
თუკი სევდა თან დაგყვება, ნებას ნუღარ დართავ,
რომ მოკიდოს ჭუჭყიანი ხელი ბედის სართავს.
***
შენი შავი მოსასხამი ანათებდა გამზირს,
იაპონურ ქრონიკებში რომ ეძებდი სიზმარს.,
შენი სუნთქვის ხმა არხევდა ყურის უკან თმას და
შენი სუნთქვის ხმა არხევდა ბოთლში ჩარგულ ვარდსაც.
***
თეთრი მძივის ყელსაბამი რად მოგპარა ხალხმა,
იტალიურ ეზოებში დამწყვდეულმა ხალხმა.
მაშინ, როცა თეთრმა სულმა გიმსუბუქა ყოფა,
ეს მითხარი, სად ინატრე, სამუდამოდ ყოფნა.
„ნასამერთალი“ - ეს სიტყვა ნიშნავს ისეთ ლექსს, რომელიც სამი განსხვავებული ლექსისგან შედგება, თუმცა მისი წაკითხვა ერთიანადაც შეიძლება და ცალ-ცალკეც.