..ამ ჩემს ფეხებს...
დილაა, ვუცქერ ჩემივე ფეხებს, ნეტავ ვუცქერდე შენსას. ვუყურებ ამ ჩემს ბალნიან ფეხებს და მაქვს სურვილი ვიქცე ჭირიან ვირთხად, რომ შენს ფეხებსაც გამოვკრა კბილი... დილაა, ვუცქერ ჩემივე ფეხებს, ვიხსენებ ჩვენს საუბარს, წუხელ სიზმარში მომხდარს, ვუყურებ ამ ჩემს ფეხებს, დამდგარს რთულ გზაგასაყარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი