..ქალაქური ოდისეა მარშუტკით
დესტრუქციონალიზმისა და ქუჩის პოეზიის სინთეზი ჩამოსხმული ვერბლანის შაბლონში... *** ავსებული მარშუტკების კვამლი ასფალტს თითქოს ნამად ეფინება, ასწლოვან და ათასწლოვან ხეებს კვამლით ფესვებიც კი უშავდებათ. გზად შემხვედრი ნათებების ჯარი ნახევრად ბრმას თვალებს მაინც მჭრიან. ჩემს უბანში თეთრ, ლამაზ ლამპიონს ბავშვებმა ქვებით მოუსპეს შუქი. ასფალტს ისევ ოხშივარი ასდის, მუშას ხელები დაუწვა კუპრმა. მკვლელი ცემენტის საძირკველს შესთხოვს, მკვდრის სხეული შეინახოს მუდამ. პოლიციის ძაღლი გვამებს ეძებს, ვერ იპოვა ჯერ ვერცერთი, მაგრამ არ იცის, რომ ეკლესიის შიგნით მკვდრები ანაფორებით დადიან. ასთმიანი ბრმა სათვალეს ეძებს, კაცმა წეღან ფეხი დააბიჯა. ინჰალატორით გაბერილ ფილტვებს სიგარეტის კვამლი ურჩევნიათ. ფეხსაცმელზე აკრულ საღეჭ რეზინს ძაღლის მძღნერში მოუწია ყვინთვა. ფეხსაცმელის პატრონმა კი ხტომში ტაბლოს თავი მთელი ძალით ხია. მანქანების პიპინში და ხმებში ბავშვის ეტლი გადაგორდა გზაზე. მუხრუჭების ჭრაჭუნში და ხმებში შუქნიშანს ხელი წითლად აენთო. ქერა ქალმა საშინლად იწვილა, თურმე, ვიღაც ბუჩქმა შეაშინა. მეტროს ახლოს მათხოვრის სიცილმა ხალხის ბრბოს თმა ყალყზე დაუყენა. ფანჯარაზე მიტყლეჭილი კოღო, ფრთები ფანჯრის ქარით დაფრიალებს. ქარს თან მოაქვს სუნი საშინელი, იმედი მაქვს, გოგირდის სუნია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი