.რა მინდა?


სახეში ფურთხის ღირსი ვარ
იქნებ ფურთხი ვარ მე თვითონ.
იქნებ სარკეში მე არ ვარ
და ვინც ჩანს, არ უნდა ჩანდეს.

გულის ამრევთან ერთად მე
სულის ამრევიც ვყოფილვარ,
გუშინ ვარწყიე ჩემს თავზე,
დღეს კი უთავოდ დავდივარ.

თავს კი გავრეცხავ მაგრამ ჩემს
ცხვირს ეხსომება კუბომდე
ის მწარე სუნი, რომელიც
მე ცუდად მყოფმა ვიყნოსე.

გუშინ მარწყიეს მე თავზე,
დღეს აღარ მახოვს, თუ ვინ ქნა.
მე თუ ვიყავი, მაშინ კი
სწორი მიქნია, რა მინდა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი