.მკვდარი ცხენი


თერგში მკვდარი ცხენი მისერინობს,
დილით მწყემსის ტყვიამ დააძინა.
მოტეხილი ფეხით მისერინობს,
თვითონ მივა სადოღე ადგილას.

P.S
სოფელი ყანობი
 21-22 აგვისტო.

22 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო დოღი, რომელშიც თანასოფლელიც იღებდა მონაწილეობას თავისი ცხენით.
21 აგვისტოს, როდესაც ნალების დაჭედვა მიმდინარეობდა ცხენმა თავისივე მოულოდნელი და უცნაური მოძრაობის გამო ფეხი მოიტეხა.
22 აგვისტოს დილით ცხენს ესროლეს, რათა ტკივილისგან ეხსნათ.
პატრონმა ვერ შეძლო სროლა, ამიტომაც უცხო მწყემსს ასროლინეს.
იმავე დილით ცხენის გვამი თერგს გაატანეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი