.დამწვარი ხელი...
მაცივრის ხმა და წვიმის წვეთები ფანჯრის მინაზე მსხდომნი. მკვდარი ძმის მთრევი ჭიანჭველები, წეღან მე თითი ხომ დავაბიჯე. ფუტკარი სველი ფრთებით დაღლილი, ფანჯრის რაფაზე უღონოდ მჯდომი. დედოფლის თვალზე დაღვრილი წვეთი წვიმა კი არა ცრემლია დედის. ჭიქის სახელურს ჩაწნული თითი, კოვზებთან ახლოს მცოცავი მწერი. შაქრის ნატეხით გახარებული და სიხარულით წრეებზე მხტომი. ჩვენი ზურგების მაყურებელი, მდუმარედ მდგარი ტელევიზორი. ალბათ ლაპარაკ დავიწყებულიც, ორი წელია რაც არ ჩართულა. დამწვარი ხელი, წითლად მნათობი, ჩამოყრდნობილი მაგიდის კიდეს. ელის ფანჯრიდან ქარის დაბერვას, რომ დაიბრუნოს კვლავ თეთრი ფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი