.მთვარე მიყურებს...
ვფსამ და მთვარე მიყურებს, მე ჩემს ჩრდილსაც დავაფსამ. ბალახს ფსელი ნამად ვასხი, ახლა ერთი სული მაქვს, ჩემს ოთახში რომ შევიდე და თბილ ლოგინს ვეღირსო. იმ ლოგინში ვირთხა იწვა, სანამ ჩამოვიდოდი. ვირთხამ მოწყენილობისგან თაგვის წამლები ჭამა, ვფიქრობ შევჭამ ერთი-ორს და მეც კი დამეძინება, მაგრამ ისევ ვათევ ღამეს, ნავთის გემო თან დამაქვს. მე ამ გემოს შენ გაგიცვლი, როცა ღამე შევხვდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი