..ამოტივტივდნენ...


შენი თვალისფერ, ნაცრისფერ ცაზე
თეთრი ლაქები ამოტივტივდნენ.
ალბათ იწვიმებს და შვიდივე ფერს
შენი თითები გათხაპნის ცაზე.

სულის შებერვა ბაბუაწვერას
და ჩემს ხვეულ თმებს გადაყრის გზაზე.
ქარის დაბერვა შენს თმებს, ნაწნავებს
ისე მომიქნევს, როგორც მათრახებს.

ჩემი თვალები სანთლებად დნება,
შენ ფანჯარასთან  ცის ლაქებს ითვლი.
მე სახლში ველი კარალიოკებს,
შენ კი ხურმებით ავსებ კალათას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი