...კომორები...


როგორც კომორებს უყვართ სურნელი 
ჯერ კიდევ მკვაღე, მწვანე ატამის,
ისე ჩემს ბაგეს მოჰნატრებია
შენი მსუბუქი ნაზი ამბორი.

როგორც დაჟანგულ კანდელს საკმელი
მოჰნატრებია მთელი სიწმინდით,
ისე ჩემს ნესტოს მოჰნატრებია კვამლი
შენს ტუჩზე შრამად შემხმარი.

კომორები - სხივები, რომლებიც ხის ტოტებსა და ფოთლებში აღწევენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი