...დაბადების დღის ბუშტი


ჩემი სული სხეულს კაწრავს შიგნიდან,
ნაკაწრებში სევდა დაძრწის უჟამო.
ცალი ფეხით მივეწებე ფილაქანს,
შუა ღამით წვიმა მაცმევს პიჟამოს.

გაყინული დღეც გაივლის გნიასით,
ჩაბნელდება ჩემი ფანჯრის შუშებიც.
დაბადების დღისთვის ნაყიდ ბუშტივით
სევდის ძალით ნელა ჩავიფუშები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი