....უჟამო სევდა
ჩემი სული სხეულს კაწრავს შიგნიდან, ნაკაწრებში სევდა დაძრწის უჟამო. ცალი ფეხით მივეწებე ფილაქანს, შუა ღამით წვიმა მაცმევს პიჟამოს. გაყინული დღეც გაივლის გნიასით, ჩაბნელდება ჩემი ფანჯრის შუშებიც. გასვენების დღისთვის ნაყიდ ვარდივით სევდის ძალით ნელა დავიფურცლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი