....ლიფტის შახტა
ვერაფერს ვამბობ. რატომ დამედო ენაზე კლიტე? რად მგონია, რომ ჩავიგუბე პირში ნავთობი? ყოველი წვეთი ძვირფასია ჩემი ნათქვამის, ყოველ ჩემს მარცვალს შეუძლია შეცვალოს კურსი. თითქოს დოლარში აღებული სესხი მამძიმებს და დამძიმებულს ლომბარდშიც კი ფასი აღარ მაქვს. ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ვარ ხელოსანი, მე სხვა ხელოსნის მარჯვე ხელიც ვეღარ მიშველის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი