მე და შენ, მე და შენ, მე და შენ...
მე და შენ ვზივართ კორპუსის თავზე, მე და შენ ერთად ვაპირებთ სიკვდილს. მე და შენ ერთად ვურტყავთ ნაპასებს, მე და შენ ერთად მოვიბამთ ფრთებს. მე და შენ ერთად დავიპყრობთ სცენას, მე და შენ სევდას ჩავაცმევთ მზის სხივს. მე და შენ ერთურთს თვალებში ვუცქერთ, მე და შენ ერთად ვკურნავთ იარებს. პოსტ-პანკის შთაგონებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი