...ომი დაიწყო


***
ომი დაიწყო,
და იმ სირბანჯოს ჰგონია, იცის თავისუფლების ფასი.
განა მე ვიცი, არც მე არ ვიცი და ეს მაწუხებს.
წუხელის მერე უფრო ხშირად ვკითხულობ ამბებს
და უფრო დიდხანს თვალს ვაჩერებ მეომრის გვამზე.
***
არც კი მგონია, რომ ეს ლექსი რაიმეს შეცვლის,
არც არასოდეს უსროლიათ სიტყვა ტანკებით.
ყოველ ლულაში დატენილი ყოველი ჭურვი,
მზადაა, ფლითოს მეომართა მზა სხეულები.
***
სანამ მზადაა მეომარი, რომ დაიფლითოს,
რომ დაიფლითოს საკუთარი სამშობლოსათვის,
მანამდე იცავს მის სხეულსა თავისუფლების,
თავისუფლების და სიცოცხლის თეთრი ალმური.

Slava Ukraini...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი