....თუკი მტერი...


თუკი მტერი მესვირს ტყვიას,
მე რა ვუყო?
ვესროლო თუ დავუჩოქო?
თუკი მტერი სახლებს მინგრევს,
მე რა ვუყო?
კარი ფართოდ გავუღო თუ ჭურვით ხელში ხუთი წამი დავითვალო?
თუკი მტერი ტანკითაა და დიდგულობს,
მე რა ვუყო?
ჩავიკეცო თუ ნაღმებით მთელი ქუჩა გადავუვსო?
თუკი მტერი ჩემი ქვეყნის სასმელსა სვამს,
მე რა ვუყო?
უფრო მეტი მივართა თუ მოვუწამლო?
თუკი მტერი ტყვედ ჩავიგდე,
მე რა ვუყო?
გავუშვა თუ მისი მოკვლა ვამჯობინო?
თუკი მტერი ვერც კი ხვდება, თუ რას სჩადის,
მე რა ვუყო?
ავუხსნა თუ შევაფურთხო?
თუკი მტერი ჩემი ქვეყნის დროშას ლახავს,
მე რა ვუყო?
გავხსნა ცეცხლი თუ მტრის დროშა ვაფრიალო?
თუკი მტერი არ აპირებს გაჩერებას
მე რა ვუყო?
წინ დავუდგე თუ სიცოცხლე ვამჯობინო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი