....აგვისტოს შვიდი


როცა ცა იცლებოდა სისხლისგან,
მე კი მის გამჭვირვალე სისხლს ხელში ვაგროვებდი,
მაშინ დაგლანდე,
და ჩემს არაფრის მეტყველ სახეს გადაეფინა
შვიდივე ფერი ცისარტყელისა.
ვარსკვლავთა ცვენა გამოიწვია
ჩემს გონებაში შენმა დანახვამ.
მეხსიერება თუ არ მღალატობს,
უსრულდებოდა აგვისტოს შვიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი