...სასარგებლო ბომბი


თუკი აფეთქდა ეს ჩემი ლექსი
როგორც ჯიჰადის მიმდევრები 11 სექტემბერს,
ჩამომაქცია თავზე ყველა ცათამბრჯენები
ეგოიზმით და სიამაყით გაჯერებულნი;
გამომახედა ვარდისფერი სათვალიდან და
თან გაიყოლა მთელი სევდა, რაც კი ვატარე
ოც წელზე მეტი, თანაც უკვე ვადაგასული,
მაშინ ვიტყვი, რომ ღირებული ბომბი დავნაღმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი