ბნელი, ცივი ღამე


ღამეა ბნელა...
ვეღარ ვხედავ შენს ნაწნავებს.
ღამეა ბნელა...
ვეღარ ვხედავ ბორტთან მომდგარ ნავებს.
ღამეა ბნელა...
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გამოიარე.
ღამეა ბნელა...
ვიცი ჩემი გულის კუთხეები მოიარე.
ღამეა ცივა...
ისე ცივა ვეღარც კი ვგრძნობ ნიავს.
ღამეა ცივა...
თეთრი ფიქრები ქარებს მიაქვს.
ღამეა ცივა...
წაიღოს ყველა, რაც კი დაეტევა.
ღამეა ცივა...
მაგ ფიქრებით აღარ მინდა ღამის თევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი