....სისხლის საბანი


დიდგორის ველზე მტერთან ბრძოლაში
გადავიფარე სისხლის საბანი.
დილით წითელი ლაქები მახვილს
ჩამოვაწმინდე თეთრი პერანგით,
(დედაჩემმა რომ საგულდაგულოდ
ხელით გაავლო გაყინულ წყალში.)
ახლა კი სისხლით მორწყულ ბალახზე
კოცონთან ვზივარ და თან ვღიღინებ,
რადგანაც მე ხვალ მელის დიდება
და ჩემს ოჯახთან შინ დაბრუნება.

#ომის პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი