....დუღილის წერტილი
სისხლმა სხეულში მიაღწია დუღილის წერტილს. გზააბნეული ცხელ ასფალტზე ვხაზავდი წრეწირს. მტკიოდა სუნთქვა, სამართებელს მიგავდა ენა. საკუთარ ფეხთა სიბარბაცეს მივყავდი ნელა, იქ სადაც ცივა, თუმცა სითბო მეფობს სხვაგვარი და სული ზეცას ეფინება, როგორც მთას ცვარი. სადაც დუღილით აორთქლილი ცრემლის წვეთებით, მყინვარის ქედი იმოსება თეთრი ფიფქებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი