ინდულგენცია


არაფერი არ იცის, აბა რასღა ბოდავს.
ცოდვებისგან დაღლილი დადის და თან ბორგავს.
მიუყვება ბილიკებს და წამოსვლას ნანობს.
მიუყვება შარა-გზებს და ჭიქა წყალს ნატრობს.

ეძახოდნენ მას შორიდან, მაგრამ უკვე ახლოს არის.
ეჩვენება უწყლობისგან მას ლანდები ჭის და საყდრის.
საბოლოოდ როცა მივა და ჩამოირეცხავს ცოდვებს,
ახლა უკვე უცოდველი ფრთებს მოაჭრის ანგელოზებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი