.გულის კარნახი


თარეშმა ფიქრთა უდაბნოში მეტად დამღალა
ყოფიერებამ ბედი ჩემი ავად დანაღმა
მოდიო, მოდი შემომძახა სველმა სამარხმა
და განადიდა დარდი ჩემი გულის კარნახმა:

„არ გინდა, არა, დაანებე თავი მაგ მოკვდავს
და ფიქრი მიეც ჩემგან ნაბოძ ღვთაებრივ ბოდვას.
რა დაშრებიან ტბები, სწორედ მაშინ მიხვდები,
არასწორ დინებას გულუბრყვილო თურმე მიჰყევი.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი